სპორტი
18.06.2025 10:52
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ ლუქსემბურგის „რასიგნ უნიონს“ დაუპირისპირდება

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის „დილა“ ლუქსემბურგის „რასიგნ უნიონს“ დაუპირისპირდება.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ეტაპის 2 მატჩიანი შეხვედრები 10-17 ივლისს ჩატარდება.

პირველი თამაში ლუქსემბურგში გაიმართება. მეორე მატჩს კი საქართველო უმასპინძლებს.

„როდესაც ამ დონის ტურნირებზე ხვდები წინასწარ ფავორიტობაზე საუბარი და კენჭისყრის ცალსახად კარგად ან ცუდად შეფასება არასწორია. აუცილებელია, გუნდმა თავმდაბლობა შეინარჩუნოს და მატჩიდან მატჩამდე დაისახოს მიზანი. ევროტურნირებამდე უახლოესი მეტოქე „იბერიაა“, რომელთანაც უმნიშვნელოვანესი მატჩი გვაქვს და ეს შეხვედრა ძალიან წაგვადგება“, - აღნიშნა გორის „დილას“ კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ.

კვირის ამბები