კულტურა
17.06.2025 10:48
„რომანტიკოსი კომპოზიტორები“ - ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლაში კონცერტი გაიმართა

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლაში კონცერტი - „რომანტიკოსი კომპოზიტორები“ გაიმართა.

ღონისძიება სკოლის პედაგოგის ნინო ლობჟანიძის ორგანიზებით ჩატარდა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ფრანც შუბერტის, რობერტ შუმანის, ფრედერიკ შოპენის და ფელიქს მენდელსონის ნაწარმოებები შეასრულეს.

მაყურებელმა დადებითად შეაფასა კონცერტი და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს ახალგაზრდა შემსრულებლები.

კონცერტს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდა. ღინისძიების დასრულების შემდეგ იგი სამუსიკო სკოლის პედაგობებს, მოსწავლეებს შეხვდა და ყველას წარმატებები უსურვა.

კვირის ამბები