გორში კინოსა და თეატრის ფესტივალის - ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დახურვის ღონისძიებას გაიმართა.
მონაწილე ახალგაზრდებმა თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მინდა წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, გააგრძელებთ ამ მიმართულებით განვითარებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას მიაღწევთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, ხელი შეგიწყოთ და გვერდით დაგიდგეთ. მერია ახალგაზრდების განვითარების მიზნით, ბევრ საინტერესო პროექტს აფინანსებს და ერთ-ერთი სწორედ ეს ფესტივალია. მოხარული ვარ, რომ თქვენი შემოქმედება პატრიოტულ მოტივებზეა აგებული. თქვენ და თქვენი თაობა ხართ სწორედ ის სიძლიერე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მომავალი ჰქვია“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.
ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია „ჭკვიანი მომავლის“ თანადაფინანსებით ჩატარდა. რაც შეეხება პროექტის მიზანს, ახალგაზრდების თეატრის და კინოს მიმართულებით გადამზადება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალის „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, თურქეთში, ქალაქ ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „დასი 13“ წარმატებით წარსდგა და გრანპრი მოიპოვა.