საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა, რომელიც ბელგრადი - თბილისი - ბელგრადის საჰაერო ხაზზე პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები 15 ივნისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას განხროციელდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა. აღნიშნულს წინ უძღოდა ქალაქ ბელგრადში გამართული მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა და საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი“, - აცხადებენ სამინისტროში.