სპორტი
16.06.2025 11:58
გორის „დილას“ იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო გაწვრთნის

გორის „დილას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 49 წლის იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო დაინიშნა.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „დილაში“ გადმოსვლამდე ლონგო იტალიის სერია C-ს კლუბ „სესტრეს“ წვრთნიდა. მანამდე კი ალბანურ კლუბებში - „ტეუტაში“, „ფლამურტარში“ და „კუკესში“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა. გარდა ამისა, კიევის „დინამოში“ საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“ და ბერძნულ „პაოკში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. დიეგო ლონგოს სანაკრებო გამოცდილებაც აქვს, 2009-2011 წლებში რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

შეგახსნებთ, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს რიკარდო კოშტა იკავებდა. როგორც კლუბში აცხადებენ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა თანამდებობა ოჯახური მიზეზების გამო დატოვა.

კვირის ამბები