შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრში 2014-2015 წწ დაბადებული გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდები ასპარეზობდნენ.
გორელები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თბილისის „ქარიშხალას“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 12:4 დაამარცხეს.
საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბრიელ გასირაშვილი (მეკარე), ბარბარე ბადაშვილი, ანასტასია გაგლოშვილი, დემეტრე მახარაშვილი, საბა მაზმიშვილი, გიორგი გორგიშელი, ნიკოლოზ წერეთელი, იოსებ ხუბულაშვილი და გუგა გვიმრაძე.
სპორტსმენთა მწვრთნლები ლაშა შემშენოვი, თორნიკე გაგლოშვილი და გია მამაცაშვილი არიან.