კიკბოქსინგში გამართული საქართველოს 32-ე ჩემპიონატი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ცხრა მედლით დაასრულეს.
მოპოვებული მედლებიდან ორი - ოქროს, ოთხი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს სინჯისაა.
საქართველოს ჩემპიონები ზაქარია კაციტაძე (67 კგ. ჭაბუკები) და ნიკა აბულაძე (71 კგ. ახალგაზრდები) გახდნენ.
ვერცხლის მედლებს საბა ნანიტაშვილი (51 კგ. ჭაბუკები), ლუკა მაისურაძე (54 კგ. ჭაბუკები), ილია ფიფია (57 კგ. ჭაბუკები) და ჯაბა გვიმრაძე (60 კგ. ჭაბუკები) დაეუფლნენ.
ნიკოლოზ ხარხელი (42,5 კგ. ჭაბუკები), საბა რომელაშვილი (45 კგ. ჭაბუკები) და ბექა ბალიაშვილი (57 კგ. ახალგაზრდები) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენების მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილია.
საქართველოს ჩემპიონატი სენაკში ჩატარდა.