საზოგადოება
13.06.2025 13:50
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული საჭიროებები შეაფასეს, დაგეგმილ, მნიშვნელოვან პროექტებზე, უწყებათაშორისი კოორდინაციის და თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, თითოეულმა სამსახურმა მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ სტრუქტურებთან, ვინაიდან, ჩვენი მიზანია, გადაწყვეტილებები სწრაფად, თანმიმდევრულად და შედეგზე ორიენტირებულად მივიღოთ“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს მელიორაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, „სოკარის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კვირის ამბები