საზოგადოება
13.06.2025 13:49
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ბუნებრივი, კულტურული, ისტორიული ღირებულებების დაცვის და გონივრულად გამოყენების მიზნით, მენეჯმენტის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

როგორც გორის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, დოკუმენტის შემუშავება პროექტის - „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში ხორციელდება.

„მენეჯმენტის გეგმა სტრატეგიული ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას გრძელვადიანი განვითარების სწორად დაგეგმვაში; ბუნებრივი რესურსების დაცვასა და გამოყენების მართვაში; საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაში და ვიზიტორთა მენეჯმენტსა და ეკო-ტურისტულ პროდუქტებზე მუშაობაში.

რაც შეეხება მიზანს, გეგმის მიზანია ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ბუნებრივი, კულტურული, ისტორიული ღირებულებების დაცვა და გონივრულად, მდგრადად გამოყენება, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას.

გეგმაზე მუშაობა მონაწილეობითი პროცესია - პროექტის გუნდი აქტიურად ხვდება ადგილობრივ მოსახლეობას, ეცნობა ლანდშაფტს, ბიომრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას. მნიშვნელოვანია, რომ გეგმა მოერგოს არა მხოლოდ გარემოს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც დაცული ლანდშაფტის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

პროექტს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზაცია People in Need Georgia ახორციელებს.

კვირის ამბები