მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 8 ივლისს 12:00 საათიდან დაიწყება
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის ფარგლებში გაწეული თანადაფინანსება არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს შეადგენს (მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის კი, დამატებით,10%-იანი (60%) თანადაფინანსებაა განსაზღვრული.
განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე document@rda. gov. ge.
„პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება და როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.