ტურიზმი
13.06.2025 11:23
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შექმნილ ახალ პლატფორმას შიდა ქართლში არსებული ტურისტული ობიექტების ხელმძღვანელები გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შექმნილ ახალ პლატფორმას - „places.georgia.travel“ შიდა ქართლში არსებული სახელმწიფო და კერძო ტურისტული ობიექტების ხელმძღვანელები გაეცნენ.

შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და შიდა ქართლის ტურისტული კავშირის - ,,მეგზური“ ორგანიზებით ჩატარდა.

საინფორმაციო სამმართველოს უფროსმა შოთა ბრელიძემ დამსწრე საზოგადოებას პლატფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პლატფორმა საქართველოში არსებულ ტურისტულ ობიექტებს და სერვისებს გააერთიანებს, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, მარტივად მოძებნონ სასურველი ობიექტი და თემატიკის, ინტერესების და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მომსახურება მიიღონ.

„ტურიზმის ინდუსტრიის და მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პლატფორმაზე ასახონ საკუთარი სერვისები და პროდუქტები, ამავდროულად ავტომატურად მოხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთიან ბაზაში.

ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოში მოგზაურობით დაინეტრესებული პირებისთვის, ისე ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესების და სხადასხვა უწყებისთვის“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები