საზოგადოება
12.06.2025 12:15
პატარა გარეჯვარში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში შიდა საუბნო და სკოლასთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტის საფარის დაგება. გარდა ამისა, მოეწყობა სანიაღვრე სისტემებიც.

სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან ერთად გაეცნო.

„რეგიონში ინფრასტრუქუტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტული საკითხია, მათ შორის კი საგზაო მიმართულება. პროექტი უახლოეს პერიოდში დასრულდება და ადგილობრივები უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ სარგებლობას“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

პროექტი, რომლის ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები