გორის მუნიციპალიტეტის მერია და ორგანიზაცია „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მერიამ კონკურსის წესით შერჩეული 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოსწავლისთვის კურსი სრულად დააფინანსა.
სწავლება ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები კომპიუტერულ პროგრამებს შეისწავლიან. გარდა ამისა, შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ რობოტებს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია და ორგანიზაცია „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელს სრული კურსი 30-მა მოზარდმა უკვე გაიარა. ინიციატივის მიზანი ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.