სპორტი
12.06.2025 11:17
ფრენბურთელ გოგონათა გორის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ვერცხლის პრიზიორია

ფრენბურთელ გოგონათა გორის გუნდი - „გორი“ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 2024-2025 წწ. სეზონის ვერცხლის პრიზიორია.

ფინალურ შეხვედრაში გორის გუნდი „ტფილისს“ დაუპირისპირდა და მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ჩემპიონატზე „გორი“ შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მარიამ წულაია, მარიამ მეშვილდიშვილი, ანა მელაძე, ლიკა წკრიალაშვილი, ნიტა ლობჟანიძე, გვანცა ეშმაკურაშვილი, ნუცა ცარიელაშვილი, სალომე წიწიკაშვილი, ნინი ილურიძე, ბარბარე წკრიალაშვილი, ლიკა დავითაშვილი, მარიამ ბარჯაძე, მარიამ ბერიანიძე და კესო გაჩეჩილაძე.

გუნდის მწვრთნელები თინა ფსუტური, ნინო სირაძე და ოთარ ლაზარაშვილი არიან.

„გორი“ ტურნირზე გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ასპარეზობდა.

კვირის ამბები