კულტურა
11.06.2025 15:23
ზეღდულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანამედროვე პოეტს აკაკი ბიძინაშვილს შეხვედრა მოუწყეს

გორის მუნიციპალიტეტის მიხეილ ცერცვაძის სახელობის ზეღდულეთის საჯარო სკოლაში პედაგოგებმა და მოსწავლეებმა თანამედროვე პოეტს, აკაკი ბიძინაშვილს შეხვედრა მოუწყეს.

ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარდა და მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და პოეტის ოჯახის წევრებიც იყვნენ ჩართულნი.

თანამედროვე ავტორის შემოქმედება შეკრებილ აუდიტორიას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნარგიზა აბულაძემ გააცნო.

სკოლის მოსწავლეებმა: გიორგი კოშორიძემ, ლექსო მანძულაშვილმა, გიორგი ამირიძემ, ბარბარე ვართუმაშვილმა, მარიამ მაისურაძემ, ბექა ელიზბარაშვილმა, მარიამ ელიაშვილმა, კობა ყირიმელმა, ანა ჯავახიშვილმა, ეთერ იჩქითმა, ბარბარე ონეზაშვილმა, ანდრია ნასყიდაშვილმა, თამთა ცერცვაძემ, ქეთა ილურიძემ, ელენე სოზაშვილმა, მარიამ ჭალიძემ, ოთიკო ცერცვაძემ, ლიკა ჯავახიშვილმა, თიკა ვართუმაშვილმა პოეტის ლექსები წაიკითხეს; მარიამ ვართუმაშვილმა, მარიამ და ანასტასია აწკარუნაშვილებმა, მირანდა ხუბულურმა პოეტს შეკითხვები დაუსვეს და წარსულის გახსენება სთხოვეს; გიორგი წკრიალაშვილმა კი პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერები ააჟღერა; არაერთი ლექსი წაიკითხა თავად ავტორმაც.

მამასთან გატარებული საინტერესო ამბები გაიხსენა ექიმმა ირმა ბიძინაშვილმა, დისშვილმა - თამარ ბერიძემ.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა გელა ჯაფარიძემ მოსწავლეების პოეტთან შეხვედრის მნიშვნელობა აღნიშნა და პოეტს სახსოვრად წიგნი - „მებაღეობის დიდი ენციკლოპედია“ გადასცა.

გორელი პოეტი აკაკი ბიძინაშვილი ათამდე წიგნის ავტორია: „ყური დამიგდე“, „ეს ორი ცრემლი“, „შენს თითებზე“, „ირაო“, „მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი“, „ლირიკა“, „გორის ციხიდან“, „ბროწეულის ყვავილები“, „მწვანე კრიალოსანი“ და სხვ. მისი ლექსები ბულგარულ, რუმინულ, გერმანულ, რუსულ და ოსურ ენებზეა თარგმნილი, იგეგმება მისი ლექსების ინგლისურ ენაზე თარგმნა. უცხოურიდან არაერთი ლექსი თარგმნა თავად პოეტმაც. მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები.

აკაკი ბიძინაშვილი 1936 წლის 25 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში დაიბადა. პოეტს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს „ღვაწლმოსილის“, „აკაკი წერეთლის“, „გიორგი შატბერაშვილის“, „მუხრან მაჭავარიანის“ სახელობის პრემიები, მიღებული აქვს „იაკობ გოგებაშვილის“ მედალი და „ქართული პოეზიის რაინდის“ წოდება.

კვირის ამბები