დღეს და ხვალ, 8-9 ოქტომბერს, ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი ორდღიანი რაუნდი გაიმართება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ზვიად ზვიადაძე იმედოვნებს, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება და შედეგზე იქნება ორიენტირებული.
,,რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდება. მოლაპარაკებების მთავარ, პოლიტიკურ ჯგუფში დავაყენებთ გამყოფ ხაზთან მდებარე ჩორჩანაში საგუშაგოების უკანონოდ მოწყობის საკითხს, რაც შეეხება მეორე ჯგუფს, აქცენტები გაკეთდება ჰუმანიტარულ მიმართულებაზე და მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე - ჩაკეტილი გადასასვლელების გახსნის აუცილებლობასა და ასევე, დევნილების საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების საკითხზე. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები წარიმართება კონსტრუქციულად და შედეგზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ, რომელსაც GMnews-ი ჟენევაში დაუკავშირდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება