საზოგადოება
11.06.2025 14:35
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება - გაეცანით გამოცდების განრიგს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილია, 2025 წლის ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 22 ივლისს კი სახვითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. „გორის მაცნე“ გთავაზობთ ინფორმაციას გამოცდების დეტალური განრიგის შესახებ:

ქართული ენა და ლიტერატურა

3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

ოსური ენა

3 ივლისი (პირველი სესია);

უცხოური ენა

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

7 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე)

9 ივლისი (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე)

9 ივლისი (მეორე სესია);

ისტორია

10 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

11 ივლისი (პირველი სესია);

ქიმია

11 ივლისი (მეორე სესია);

მათემატიკა

14 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

გეოგრაფია

15 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება

16 ივლისი (პირველი სესია);

ბიოლოგია

17 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა

18 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა

21 ივლისი (პირველი სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

22 ივლისი (პირველი სესია).

კვირის ამბები