გორელი მხატვრის კახა თოფჩიშვილის გრაფიკული ნახატები საქართველოს ხელოვნების სასახლეში, კულტურის ისტორიის მუზეუმში იქნება დაცული.
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელის 30-ზე მეტი ტილო და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების სასახლის მუზეუმში2017 წლიდან ინახება, წელს კი15 გრაფიკული ნამუშევარი შეემატა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოში აცხადებენ, გორელი მხატვრის, ფერმწერის და გრაფიკოსის ნამუშევრები ცნობილია საზღვარგარეთაც და მუდმივ ექსპოზიციაში, ზიმერლის და ჰარვარდის მუზეუმების საგამოფენო სივრცეებშია გამოფენილი.
მისი დიზაინით ასევე, მოჭრილია ლიმიტირებული დოლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა, რომელსაც ბრიტანეთის დაკვეთით 2020 წლიდან ლიტვის ზარაფხანა ამზადებდა. მონეტები, სვაროვსკის ქვებით, ბრილიანტის თვლებით არის მოოჭვილი და მოოქროვილია, თითოეული62 გრამზე მეტს იწონის.
გარდა ამისა, კახა თოფჩიშვილი ავტორია სამეცნიერო ნაშრომის - „ქართული ფერწერის თავისებურებანი“ და ნახატებით გაფორმებული აქვს „პალიტრაL“-ის გამომცემლობის წიგნების სერია სახელწოდებით - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“.