

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 125-ე შეხვედრა გაიმართება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს განიხილავენ. მსჯელობა შედგება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ჰუმანიტარულ საკითხებსაც, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი