შიდა ქართლში, ქალაქ კასპში და საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კასპში თერთმეტი ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტის საფარი და მოწესრიგდება საფეხმავლოები. ცხრა ქუჩაზე უკვე გამოიცვალა წყალარინების სისტემა. სამუშაოები, რომელთა ღირებულება სამ მილიონ ლარზე მეტია, 2024 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
რაც შეეხება ქვემო ჭალას, პროექტის ფარგლებში, 1 კმ.-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყო რკინა-ბეტონის კიუვეტები და მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. პროექტის ღირებულება კი 635 000 ლარია.
ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილი გაეცნენ.