საზოგადოება
10.06.2025 15:38
12 რჩევა ტრახისანთან დაკავშირებით — რა უნდა ვიცოდეთ პირის ღრუს ანტიბიოტიკის მიღებამდე

თუ ექიმმა ანტიბიოტიკი ტრახისანი დაგინიშნათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ სტომატიტის (ეროზიები და წყლულები პირის ღრუში),  გინგივიტის კბილთაშორისი დვრილებისა და კიდოვანი მონაკვეთების ანთება), პარადონტიტი (ღრძილის ანთება), გლოსიტის (ენის ქსოვილების ანთება), ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლის ანთება),  ფარინგიტის (ყელის ტკივილი) ან დისფაგიას (გაძნელებული ყლაპვა) დიაგნოზი დაგიდგინდათ. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვია ავად თუ ზრდასრული ადამიანი.

სწორედ ეს დაავადებები იწვევს პირის ღრუში აუტანლად მტკივნეულ და უსიამოვნო პროცესებს.  ასეთ დროს კი ანტიბაქტერიული და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო მედიკოსები უმეტესად  პრეპარატ ტრახისანს ირჩევენ, აბის ან ხსნარის სახით.

ამ მედიკამენტის უნიკალურობა მის სამმაგ მოქმედებასა და  სამკომპონენტიან შედგენილობაშია — თიროტრიცინი, ტოპიკური ანტიბიოტიკი, აქრობს ანთების კერას,  ქროჰექსიდინი — ანტისეპტიკი ებრძვის მიკრობებს და ბაქტერიებს, ხოლო  ლიდოკაინი თავისი ანალგეტიკური თვისებით მომენტალურად აყუჩებს ტკივილს.
 

გარდა ამ უნიკალური თვისებებისა, კლინიკური კვლევებით დამტკიცებულია ტრახისანის უსაფრთხოება.

რჩევა N1

დაიმახსოვრეთ, ტრახისინს გარდა თერაპიული დანიშნულებისა,  პროფილაქტიკური მნიშვნელობაც გააჩნია. კერძოდ იგი გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის მიდამოზე ოპერაციების შემდგომი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით.

ასეთი შეიძლება იყოს: კბილის ექსტრაქცია - ამოღება, ღრძილების ქირურგიული მკურნალობა, ტონზილექტომია - ნებისმიერი სახის ოპერაცია კბილზე და ა.შ.  

რჩევა N 2

მიუხედავად იმისა, რომ ტრახისანი კარგი ამტანობით  გამორჩეულ ანტიბიოტიკის ჯგუფს მიეკუთვნება, მას იშვიათად მაგრამ მაინც გააჩნია გვერდითი მოვლენები.

 

გახსოვდეთ, ადგილობრივმა ანტიბიოტიკმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები. ამიტომ ალერგიული ადამიანები იყავით ფრთხილად. თუ ტრახისანის მიღებისას სურდო, ცემინება, ქავილი და სხვა საეჭვო სიმპტომები დაგიფიქსირდებათ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და მიმართეთ ექიმს.

რჩევა N 3

 

არ შეგეშინდეთ, თუ ტრახისანით მკურნალობისას გემოს შეგრძნება გაგიუარესდებათ ან ენის დაბუჟებას იგრძნობთ. ეს სიმპტომები თერაპიის დასრულებისთანავე სრულად გაგიქრებათ. 

რჩევა N 4

 

გასაკვირი არაა თუ პირის ღრუს გახანგრძლივებული მკურნალობისას კბილების, პლომბის, პროთეზის ან ენის ფერი  მოყვითალო-მოყავისფრო ფერით შეგეცვლებათ.

თუ პირის ღრუს ჰიგიენას სწორად დაიცავთ, ბუნებრივი ფერი მარტივად დაგიბრუნდებათ. 

რჩევა N 5

 

გაფრთხილდით, ტრახისანის საწუწნ აბებს შეიძლება თან ახლდეს უკუჩვენება. კერძოდ, ფრუქტოზას აუტანლობა და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უკუჩვენებაა მოსალოდნელი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების შემთხვევაშიც. 

რჩევა N 6

მოერიდეთ ტრახისანის მიღებას იმ შემთხვევაში თუ პირის ღრუსა და ხახაში ახალი, დიდი ზომის ჭრილობები გაქვთ.

რჩევა N 7

იცოდეთ, ტრახისანის ხსნარს ექიმები პირის ან ხახის ღრუს ანთების შემთხვევაში ნიშნავენ. ამ დროს დოზის დაცვა აუცილებელია - ერთი სუფრის კოვზი (15 მლ) გაუზავებელი ხსნარი დღეში 3-4-ჯერ 1/2 წუთის განმავლობაში უნდა გამოივლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დოზის გადაჭარბებამ შეიძლება პირის ღრუს დაზიანება გამოიწვიოს.

რჩევა N 8

თუ ექიმმა თქვენს ბავშვს ტრახისანი დაუნიშნა, ზუსტად დაიცავით დოზები.

გახსოვდეთ, ტრახისანით თერაპია დასაშვებია მხოლოდ 4 წლის ზევით მოზარდებისათვის.

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებმა კი დღეში უნდა გაწუწნონ დაახლოებით 8 აბი — ორსაათიანი ინტერვალით - ეს იგივე დოზაა, რომელსაც ზრდასრული ადამიანები მოიხმარენ. უფრო პატარებს კი დღეში მხოლოდ 6 ტაბლეტი უნდა მისცეთ.

რჩევა N 9

ორსულებს და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს შეგიძლიათ ტრახისანის მიღება, თუმცა განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, ექიმთან რეკომენდაციის გავლა არ დაგავიწყდეთ.

რჩევა N 10

გამოკითხულ პაციენტთა 70% ამბობს, რომ ტრახისანის მიღებიდან 2 სთ-ში ყელში ტკივილი შეუმსუბუქდათ. მაგრამ ექიმები გაფრთხილებენ, რომ სრულფასოვანი მკურნალობისთვის აუცილებელია კურსის სრულად დასრულება.

თუმცა, თუ ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ შეგიმსუბუქდებათ, აუცილებელია შედეგი აცნობოთ ექიმს.

ზოგადად კი იცოდეთ, რომ  ტრახისანის გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დაუშვებელია. 

რჩევა N 11

მთავარი რჩევა — იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ის დაავადებები, რომელთა განსაკურნებლადაც ტრახისანით მკურნალობაა საჭირო, აუცილებლად, ბავშვობიდან დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა.

თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ პირის ღრუს დაავადებებს იწვევს კბილის ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები, კბილთა მჭიდრო დგომა, ღრძილების ტრავმა, იმუნოდეფიციტი, სხვადასხვა სამკურნალო მედიკამენტების მიღება, ინფექციური თუ სომატური დაავადებები. 

რჩევა N 12

დაბოლოს, გახსოვდეთ, ტრახისანის შენახვის თარიღს კარგად დააკვირდით. 3 წლის შემდეგ იგი ვადაგასულად ითვლება და მისი მიღება სახიფათოა.  მედიკამენტი კი  25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ.


R

კვირის ამბები