გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ომის ვეტერანებმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
აქტივობა პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში განხორციელდა.
გორელ მონაწილეებთან ერთად, სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარები ჩაერთნენ.
ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო.
„პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას“, - აცხადებენ ორგანიზატორები.