

9 ივნისს არქივის საერაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 2004 წელს, ვენაში გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა და 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.
რაც შეეხება გორის არქივს, საუკუნეს ითვლის და უნიკალური მასალაა დაცული. დაწესებულება სექტემბრიდან ახალ შენობაში, შიდა ქართლის რეგიონული აქივის სტატუსით განაგრძობს ფუნქციონირებას და ამჟამად შენობის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
არქივის ახალი შენობა 4-სართულიანია და 1840 კვ.მ ფართობს მოიცავს. როგორც არქივში აღნიშნეს, 2025 წლიდან შიდა ქართლის რეგიონის (გორი, ქარელი, ხაშური და კასპი) ისტორიული მასალა ახალ შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეინახება, რეგიონის 340 ათასამდე დოკუმენტი განთავსდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თანამშრომელთა სამუშაო პირობებიც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.