სამოყვარულო ფეხბურთში პირველობა - „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა 2025“ იწყება.
აქტივობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით ხორციელდება. გორში კი თამაშები მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და საფეხბურთო კლუბ „გორის“ ორგანიზებით გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ასპარეზობები 14 ივნისიდან ჩატარდება. შეჯიბრში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ რეგიონული და ზონალური ეტაპები გაიმართება, ბოლოს კი, ფინალური ეტაპი ჩატარდება და საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
მონაწილეობის მსურველი გუნდების განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 10 ივნისია. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკონტაქტო ტელეფონზე 598 195 777 უნდა დარეკოთ.