

საგანმანათლებლო პროექტის - „ჩემი სოფლის ორნამენტი“ ფარგლებში, ახალდაბის სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების - ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
ღონისძიება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციით დაიხურა, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება ინიციატივას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხეზე კვეთის ხელოვნებას 5 თვის განმავლობაში სწავლობდნენ და 30-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული.
„პროექტი ახალდაბის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს დასაქმებაში დაეხმარება.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.