2025 წლის მაისში გორის მუნიციპალიტეტს 60 852 ვიზიტორი ეწვია, - ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის მიხედვით, მაისში მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობა აპრილთან შედარებით გაზრდილია 26 963-ით.
რაც შეეხება 1-ელი იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდს, მუნიციპალიტეტს 132 649 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 103 563 უცხოელია.
„კონკრეტული თვეების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია: იანვარში - 10 554, თებერვალში - 9 819, მარტში - 17 535, აპრილში კი 33 889, დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.