

გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
კულტურული აქტივობა - „შენ ხარ ღირებული“ შშმ პირთა მხარდასაჭერად 13 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება და ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების პარალელურად, მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
ღონისძიება კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში (მშვიდობის გამზირი №12/ა) ჩატარდება და დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა 2000 წელს 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანი კი შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო უწყებებისთვის მათი ვალდებულებების კიდევ ერთხელ შეხსენებაა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.