

ყველას, ვისაც სცენაზე თანამედროვე რეჟოსორის - სოსო ნემსაძის მიერ დადგმული „ალუბლის ბაღი“ არ გინახავთ, გ. ერისთავის სახელობის თეატრი გაძლევთ შანსს, სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი ნახოთ. დღეს, 19:00 საათზე სოციალური ქსელ „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“, სწორედ ზემოხსენებული სპექტაკლი დაიდება.
შეგახსენებთ, ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების - „ალუბლის ბაღი“-ს მიხედვით, გორის თეატრის ექსპერიმენტულ სივრცეში ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, 2015 წელს დაიდგა. წარმოდგენის ხანგრძლივობა 90 წუთია და მასში გვანცა კანდელაკი, შოთა ხანჯალიაშვილი, ომარ ბექაური, კახა ბერიძე, თეკლა მარჯანიშვილი, ანი ჩოგოვაძე, მარი არღუთაშვილი, ზაზა თედელური, ანზორ გვაძაბია და კობა კოპაძე მონაწილეობენ.
2015 წელს, საქართველოს თეატრალური კავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, „ალუბლის ბაღი“ გრან-პრით დაჯილდოვდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს