სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2024“ ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია.
ნახევარფინალისტთა შორის გორის მუნიციპალიტეტის შვიდი - გორის №9, №8, ახალდაბის, ბერშუეთის, თორტიზის საჯარო სკოლები და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები „თამარიონი“ და „მეცნიერებათა სკოლა“ მოხვდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნახევარფინალისტი სკოლები ინსტრუქციებს და შეხვედრების ჩატარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონულ მისამართებზე მიიღებენ.
„ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია, რომლის ძირითადი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. მიმდინარე წლის საკონკურსო თემაა - ბუნების დაცვა და კეთილდღეობა (საქართველოს დაცული ტერიტორიები)“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.