საზოგადოება
06.06.2025 10:51
ზერტში სასმელი წყლის სისტემის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარია. მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყალსადენის მილი, ასევე, შიდა ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, გზის 2.6 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბლიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრეების მოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 2.7 მილიონი ლარია.

ზერტში მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე გაეცნენ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია 8 სოფელში მიმდინარეობს.

კვირის ამბები