საზოგადოება
05.06.2025 15:24
დაარეგისტრირე შენი შინაური ცხოველი და გაასტერილე უფასოდ

სლოგანით - „დაარეგისტრირე შენი შინაური ცხოველი და გაასტერილე უფასოდ“ - მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო შინაური ცხოველების - ძაღლების და კატების სტერილიზაციის აქციას აგრძელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აქციის მიზანი სტერილიზაციის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცხოველების რეგისტრაციაა.

მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველი კვირის პარასკევს.

„მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ ჩიპის თვითღირებულების საფასურს- 19 ლარს. სერვისით სარგელობისას ცხოველის მეპატრონემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აქციის ფარგლებში მოხდება ძაღლის და კატის სტერილიზაცია, ანტირაბიული ვაქცინაცია, ექიმ-ვეტერინარის კონსულტაცია.

სააგენტო რეგისტრირებული ცხოველების და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ცხოველის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას.

დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 41 45 49“, - აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები