კულტურა
05.06.2025 13:25
„წითელქუდა“ - 15 ივნისს გორის თეატრში თოჯინური სპექტაკლის ჩვენება გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ისევ ემზადებიან. 15 ივნისს თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდა“ ჩვენებაა დაგეგმილი.

რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმულ წარმოდგენაში კობა კოპაძე, ნათია ტატულაშვილი, მზიკა ტურაშვილი, მარიამ არღუთაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

სპექტაკლის ჩვენება 18:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge შეუძლია.

შეგახსენებთ, დღეს, 5 ივნისს გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი ჩინეთის თეატრის დასს უმასპინძლებს.

საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის - „თაობის“ პროგრამის ფარგლებში, 15:00 საათზე გორელი მაყურებლის წინაშე ჩინეთის საბავშვო თეატრი სპექტაკლით - „სახლში დაბრუნება“ წარსდგება.

კვირის ამბები