საზოგადოება
05.06.2025 13:20
სახურავების რეაბილიტაციის მიზნით, სკრის დევნილთა ჩასახლებაში 28 ოჯახს მასალები გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს, საცხოვრისის სახურავების რეაბილიტაციის მიზნით, შესაბამისი მასალები გადაეცათ.

ამჯერად, კოტეჯების დაზიანებული სახურავების შესაცვლელად საჭირო რაოდენობის სამშენებლო მასალა ერედვის მინიციპალიტეტიდან დევნილ 28 ოჯახს გადასცეს.

ერედვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებული სახურავების შეცვლის მოთხოვნით, მათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის დევნილთა ჩასახლების მაცხოვრებლებმა მიმართეს.

როგორც „გორის მაცნესთან“ პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილმა ელგუჯა ტერაშვილმა აღნიშნა, ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა ასეთი ყურადღება დროული და საჭიროა.

„კოტეჯების სხურავები დაზიანებულია, მათი შეცვლა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ჩვენი ძალებით ვერ შევძლებდით მათ რეაბილიტაციას. ერედვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და მათი ორგანიზებით, თითოეულმა ოჯახმა სახურავის შესაცვლელად საჭიო რაოდენობის მასალა მიიღო“, - აღნიშნა ელგუჯა ტერაშვილმა.

კვირის ამბები