

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა მუნციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელებს რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი წარუდგინა.
შეხვედრები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს.
როგორც მიხეილ ფავლენიშვილმა აღნიშნა, კარგად იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მზადაა, აქტიური კომუნიკაციისთვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მუნიციპალიტეტებთან ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
შეგახსენებთ, მიხეილ ფავლენიშვილი ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე 2 ივნისს დაინიშნა. მას კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახლადდანიშნული მოადგილე კურატორობას ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებს გაუწევს. მის მოვალეობაშია, ასევე, სამინისტროებთან და მათ რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაციაც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.