საზოგადოება
05.06.2025 11:14
12 ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი აღმასრულებელი ბრძანებით,12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

აკრძალვა დაწესდა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის.

არნიშნული ბრძანების საფუძველზე აკრძალვა არ ეხებათ აღნიშნული ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეერთებული შტატების კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლები არიან, მოქმედი ვიზების მფლობელებს და იმ პირებს, რომელთა შესვლაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.

აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთბის დაწესებული სრული აკრძალვის გარდა, ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის, ამ ქვეყნების წარმომადგენლებზე არ გაიცემა სტუმრის ან სტუდენტური ვიზებიც. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ემსახურება ქვეყნის დაცვას.

,,პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის დაცვას უცხოელი ტერორისტების და ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სხვა საფრთხეების შეერთებულ შტატებში შემოსვლისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ანალიზი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იანვრიდან ახორციელებს.

როგორც თავად აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, გამორიცხული არ არის, გაიზარდოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქლაქეებზეც აკრძალვა გავრცელდება.

 

 

კვირის ამბები