

გორის კოლორიტს ბესიკ („კამფეტა“) ზაქარიაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.
„გავერთიანდეთ, ერთად შევეცადოთ „კამფეტას“ გამოჯანმრთელებას და ფეხზე დაყენებას, ეს ისე გავაკეთოთ, როგორც გორელებს გვჩვევია! თითოეული თქვენგანის წვლილი მნიშვნელოვანია! დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე:
თბს ბანკი: GE90TB7032045064300021 (მიმღები: მაია ზაქარიაძე)
საქ. ბანკი: GE39BG0000000607626926 (მიმღები: გენადი ქარელიშვილი)
გააზიარეთ, რომ ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს“, - წერენ სოციალურ ქსელში ბესიკ ზაქარიაძის ახლობლები.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტალში ამჟამად მიმდინარე მკურნალობა ბესიკ ზაქარიაძეს სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში უფინანსდება, თუმცა, კლინიკის დატოვების შემდეგ, მას რეაბილიტაცია დასჭირდება.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.