

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი ხვალ, 5 ივნისს ჩინეთის თეატრის დასს უმასპინძლებს.
საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის - „თაობის“ პროგრამის ფარგლებში, გორელი მაყურებლის წინაშე ჩინეთის საბავშვო თეატრი სპექტაკლით - „სახლში დაბრუნება“ წარსდგება.
წარმოდგენა 15:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.
რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, „სახლში დაბრუნება“ - ეს არის ფიზიკური თეატრი ტექსტის გარეშე.
ფესტივალის - „თაობა“ ორგანიზატორი კი საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდების ეროვნულ სასახლესთან ერთად.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნულ ფესტივალს ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი ორჯერ აქვს მიღებული.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის