სპორტი
04.06.2025 12:49
საქართველოს რეგიონებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება

კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდება.

სპორტული აქტივობა, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობა 18 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.

„შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გუნდები როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე იასპარეზებენ. რაც შეეხება ჩემპიონატის მიზანს, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისებაა“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 8 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. სარეგისტრაციო ბმული საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.

კვირის ამბები