გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში ღონისძიება - „გააცოცხლე წიგნი“ გაიმართა.
ღონისძიებაში გორის მე-8, მე-11 საჯარო სკოლების და გორის მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პატარა მკითხველი სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთო, რომლის ფარგლებში განსხვავებული ჟანრის წიგნები განიხილეს, განასახიერეს საინტერესო პერსონაჟები და მათთვის საყვარელი გმირები ასფალტზეც დახატეს.
როგორც ბიბლიოთეკაში აღნიშნეს, ღონისძიება სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ტიპის აქტივობები საგანმანათლებლო სივრცეში ხშირად იმართება და ბავშვებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.