

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს სამუშაო უნიფორმები გადაეცათ.
სპეც. ტანსაცმელი 300-ზე მეტ დასაქმებულს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ გადასცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისთვის მათი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„თქვენ ზრუნავთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე, იერსახეზე, გამწვანებასა და კეთილმოწყობაზე. თქვენი საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მინდა, გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა ორგანიზაციის ადმინისტრაციული შენობა და სააგენტოს სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.