გრაცის ევროპის თასზე გორელმა ძიუდოისტებმა ერთი - ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ძიუდოში ახალგაზრდებს შორის გამართული შეჯიბრის გამარჯვებული ლუკა ქარელიშვილი (90 კგ.) გახდა.
სპორტსმენმა გერმანელი, ინდოელი, სერბი და პოლონელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. აქამდე ქარელიშვილს ევროპის თასზე ორი მედალი აქვს მოპოვებული. ძიუდოისტი კადეტთა შორის უზბეკეთის (2022 წ) და უნგრეთის (2024 წ) თასების გამარჯვებულია.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, ნოდარ კობალაძის (+100 კგ) ანგარიშზეა. სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელთან დამარცხდა და ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ კობალაძემ, გასულ წელს, უნგრეთში, თურქეთში, სლოვაკეთსა და საქართველოში გამართული ევროპის თასები გამარჯვებებით დაასრულა.
ორივე სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მათი მწვრთნელი ანზორ თენაძეა.