

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებსაც.
როგორც შეხვედრაზე ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, სამუშაოები განრიგის შესაბამისად მიმდინარეობს და მათი დასრულება დადგენილ ვადებში იგეგმება. ინფრასტრუქტურული საკითხების გარდა, ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებზეც.
რეგიონის რწმუნებულის სიმონ გულედანის თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები უწყებებს საშუალებას აძლევს, ეფექტურად დაგეგმონ საქმიანობა და პრობლემური საკითხების დროული გადაჭრა უზრუნველყონ.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.