საზოგადოება
03.06.2025 11:31
„რეინჯერის ბიბლიოთეკას“ და ბოშურის საჯარო სკოლას სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს და საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის „რეინჯერის ბიბლიოთეკას“ სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, „საქართველოს კარიტასმა“ დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლებთან ერთად, მხატვრული ლიტერატურა ბოშურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკასაც გადასცა.

„სკოლის მხარდამჭერი აქტივობები დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ერთ-ერთი მიმდინარე მიმართულებაა - სააგენტო ბოშურის სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრებსა და პროექტებს პერიოდულად ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, „რეინჯერის ბიბლიოთეკა“, რომლის მიზანი დაცულ ტერიტორიებზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის პროფესიული და საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველყოფაა, საქართველოს რეინჯერთა ასოციაციის მხარდაჭერით შეიქმნა.

კვირის ამბები