საზოგადოება
02.06.2025 15:33
ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორში შეხვედრა გაიმართა

ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გორში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან შეხვედრა - „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“ გაიმართა.

ღონისძიება, რომლის მიზანიც ბავშვთა უფლებების შესახებ ადგილობრივი არასრულწლოვნების ინფორმირება იყო, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

რაც შეეხება შეხვედრას, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, აპარატის თანამშრომლებმა და მოწვეულმა ექსპერტმა ბავშვებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა აზრის გამოხატვა, თანასწორობა, ემოციური კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობა და ადამიანის უფლებების შესწავლის მნიშვნელობა.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის - „საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა“ ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით გაიმართა.

კვირის ამბები