სპორტი
02.06.2025 15:29
სარაგბო კლუბი „გორი“ პირველი ლიგის ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „გორი“ პირველი ლიგის გამარჯვებულია.

ფინალში ადგილობრივმა გუნდმა თბილისის „წიქარა“ ანგარიშით 26:22 დაამარცხა და „დიდი 10“-ის საგზური მოიპოვა.

„ეს მართლაც საოცარი შედეგი და დიდი სიხარულია როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.

წინ ახალი მიზნები, მატჩები და გამარჯვებები გველის. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. თქვენი მხარდაჭერა გუნდისთვის უდიდესი მოტივაციაა. შევხვდებით „დიდ 10“-ში“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პირველი ლიგის ფინალური შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩატარდა.

კვირის ამბები