საზოგადოება
02.06.2025 14:59
სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის მისაღებად განცხადების მიღება 23 ივნისიდან დაიწყება

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 23 ივნისიდან დაიწყება.

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ.

დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შეუძლია თავად მოსწავლეს (თუ უკვე აქვს პირადობის მოწმობა) ან, კანონიერ წარმომადგენელს (არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი ან მინდობილი პირი).

რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტებს, საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახელი/გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) და წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი კანონიერი წარმომადგენლისთვის.

აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.

კვირის ამბები