

შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტი მიხეილ ფავლენიშვილმა დაიკავა.
სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა ახალი მოადგილე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიხეილ ფავლენიშვილს კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას.
ახლადდანიშნული მოადგილე კურატორობას ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებს გაუწევს. მის მოვალეობაშია, ასევე, სამინისტროებთან და მათ რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაციაც.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.