გორის ახალგაზრდული ცენტრი 9-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებს არაფორმალური განათლების საზაფხულო სკოლაში იწვევს.
როგორც პროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, კურსი 7 თემატური შეხვედრისგან შედგება და ისეთ თემებს აერთიანებს, როგორებიცაა: ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თემატურ შეხვედრებში და ითამაშონ საინტერესო და შემეცნებითი სამაგიდო თამაშები.
„კურსს გორის ახალგაზრდული ცენტრის მუშაკები უხელმძღვანელებენ, რომლებსაც ამ სფეროში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ.
შეიქმნება ორი ასაკობრივი ჯგუფი: 9-11 წლის ბავშვებისთვის და 12-14 წლის მოზარდებისთვის. მეცადინეობები ყოველ შაბათს ჩატარდება. რეგისტრაციისთვის
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია გორის ახალგაზრდული ცენტრის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ბმულზე“, - აღნიშნავენ ცენტრში.
არაფორმალური განათლების სკოლის პირველი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.