ორი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა რუმინეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი.
შეჯიბრი 15-წლამდელებს შორის ჩატარდა.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ლუკა დოთიაშვილი (38 კგ. მწვრთნელი: არჩილ ბარამიძე) და ერეკლე ქართველიშვილი (68 კგ. მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი, დავით პოღოსიანი) გახდნენ.
ვერცხლის მედალს გიორგი ლობჟანიძე (48 კგ. მწვრთნელი: არჩილ ბარამიძე) დაეუფლა.
რაც შეეხება მესამე ადგილს, ზურაბ დოთიაშვილმა (41 კგ. მწვრთნელი არჩილ ბარამიძე) და ზუკა წინამძღვრიშვილმა (62 კგ. მწვრთნელები ოთარ თუშიშვილი, გიგლა მაყიშვილი) ასპარეზობა ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან ოთხი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ერეკლე ქართველიშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.