ლაზერულ სირბილში გამართულ ღია ტურს გორმა უმასპინძლა.
გარბენში საქართველოს მასშტაბით მცხოვრები სხვადასხვა ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრის გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის“ თანადაფინანსებით გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანს პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი დაინტერესება და სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
„ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მხარს უჭერს ყველა ისეთ პროექტს, რომელიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას გულისხმობს“, - აცხადებენ გორის მერიაში.